ძლიერმა წვიმამ დედაქალაქში პრობლემები
შექმნა.
ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, ერთ-ერთი მიწისქვეშა გადასასვლელი
დაიტბორა. როგორც „ინტერნეტ.ჯი"-ს
საგანგებო სიტუაციების საქალაქო სამსახურის უფროსმა,
თემურ გიორგაძემ განუცხადა, გადასასვლელი ამ დროისათვის სრულად გაწმენდილია.
ასევე
წვიმის გამო, ნაძალადევის რაიონში,
ერთ-ერთი ოჯახი დაზარალდა, სადაც სახლის მიშენება ჩამოიშალა. შემთხვევის დროს სახლში დედა და შვილები
იმყოფებოდნენ. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახური იყო
მობილიზებული.
internet.ge