საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ერთი კვირის
განმავლობაში, არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
როგორც „ინტერნეტ.ჯი"-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი
პროგნოზების განყოფილების უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დასავლეთ და
აღმოსავლეთ საქართველოში ხანმოკლე წვიმები გაგრძელდება.
სინოპტიკოსების ვარაუდით, ასევე მოსალოდნელია ტემპერატურის კლება.
გუშინ დასავლეთ საქართველოში 27-28 გრადუსი იყო, მომვალი კვირის განმავლობაში კი,
ტემპერატურა 2-3 გრადუსით დაიკლებს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ხვალ გამოდარებს, თუმცა 22 აპრილს
კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. არამდგრადი ამინდები დედაქალაქშიც შენარჩუნდება.
internet.ge