9 მაისს, დსთ-ის 40 ქალაქში, სტალინობუსები იმოძრავებს.
ავტობუსები საბჭოთა ბელადის გამოსახულებით, რუსი ვიქტორ ლოგინოვის პროექტია და მას
„გამარჯვების ავტობუსი“ ჰქვია.
ლოგინოვმა განაცხადა, რომ სტალინობუსების წლევანდელი აქცია
წინა წლების „რეკორდა მოხსნის“. აქციაში
მონაწილეობისა და ქუჩებში სტალინის ფოტოების გამოსახულების მოსურნე, რა
თქმა უნდა, ძირითადად, რუსეთის ქალაქები აღმოჩნდნენ.
გარდა რუსეთისა, გამარჯვების დღეს, ასეთი ავტობუსები ივლის
კიევში, ტალინში და რიგაში - იუწყება „ლენტა რუ“. თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ
აქციის ორგანიზატორის სურვილია, რადგან მოსკოვმა, რიგამ და ტალინმა უკვე გამოთქვეს
მზაობა, ხელი შეუშალონ აღნიშნულ აქციას.
მიუხედავად ამისა, ლოგინოვი ახლა ფულის შეგროვებას იმისთვის
აპირებს, რომ სხვადასხვა ქალაქში ავტობუსების გაჩერებებზე შეისყიდოს სარეკლამო
ადგილები, რათა იქ სტალინის სურათებიც გამოფინოს.
9 მაისს, ასეთი „გამარჯვების ავტობუსები“ რუსეთის ქალაქებში
2010 და 2011 წლებშიც დადიოდა. ბევრ ქალაქში, აქციას, მოსახლეობა საკმაოდ
დადებითად შეხვდა.
internet.ge