“საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილება შედის, რომელის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებს ფინანსთა სამინისტროსთვის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნებათ.
პროექტის
ინიცირება პარლამენტში გასული წლის ოქტომბერში მოხდა
და მისი განხილვა ამჟამად მიმდინარეობს.
ცვლილებებით, დეკლარაციების ყოველწლიურად შევსებისა და საჯარო სამსახურის ბიუროსთვის წარდგენის ვალდებულება, მხოლოდ თანამდებობის პირებს ექნებათ.
პროექტის ავტორთა
განმარტებით, საჯარო მოსამსახურის მიერ დეკლარაციის წარდგენას არც რაიმე საგადასახადო მიზანი ჰქონდა და არც გამჭვირვალობას უწყობდა ხელს, რადგან მისი გამოქვეყნება არ ხდებოდა. შესაბამისად, საჯარო მოსამსახურის მიერ სამსახურში შესვლისას და შემდგომ ყოველწლიურად, ფინანსთა სამინისტროსთვის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება უქმდება.
internet.ge