მასაჩუსეტსის
კათოლიკური კოლეჯის სტუდენტს სწავლის გაგრძელება იმის გამო აუკრძალეს, რომ მან საჯაროდ დაუჭირა
მხარი ნორვეგიელ ტერორისტს ანდერს ბრეივიკს - იუწყება Associated Press.
23 წლის კევინ ფორტსი უახლოეს მომავალში ვერ შეძლებს
უნივერსიტეტის კორპუსთან გამოჩენასაც კი. ჯერ არც ისაა ცნობილი, დაუშვებენ თუ არა
მას მაისში დაგეგმილ გამოცდებზე. კოლეჯის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ფორტსს,
როგორც აშშ-ის მოქალაქეს აქვს უფლება გამოთქვას საკუთარი აზრი, თუმცა დასძენენ,
რომ მისი ქმედება „შემოწმებას საჭიროებს“.
18 აპრილს სტუდენტმა ინტერვიუ მისცა ტელეარხ VGTV-ს და განაცხადა, რომ ბრეივიკს არა
ნეონაცისტად, არამედ „ნაციონალისტად და პატრიოტად“ თვლის, რომელიც „კულტურული
მარქსიზმის და ნორვეგიის ისლამიზაციის“ წინააღმდეგ იბრძვის. მან ასევე აღნიშნა,
რომ ბრეივიკის მიერ მოკლულ ადამიანებს განიხილავს, როგორც „იძულებით პოლიტიკურ
მსხვერპლთ“.
ფორტსმა განაცხადა, რომ 2012 წლის თებერვალში ნორვეგიელ მკვლელს რამდენიმე
მხარდამჭერი წერილი მისწერა და დამხარება შესთავაზა და უკვე, მინიმუმ ერთ წერილზე
მაინც პასუხიც აქვს მიღებული.
internet.ge