იულია ტიმოშენკო სასამართლოს მორიგ სხდომაზე,
რომელზეც „უკრაინის ერთიანი ენერგეტიკული სისტემების“ საქმეს განიხილავენ,
შესაძლოა, საკაცით მიიყვანონ.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში პროკურორმა
ვიქტორია კალიტამ განაცხადა. ტიმოშენკომ ჩვენება უნდა მისცეს, რის გამოც, კალიტას
თქმით, შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ, რა ფორმით მიიყვანენ მას სასამართლოში
და როგორ მისცემს ჩვენებას. შესაძლოა, მან საკაციდან ილაპარაკოს - ამბობს
პროკურორი.
იულია ტიმოშენკოს კოლონიის გარეთ სამკურნალოდ
კლინიკა უკვე შერჩეულია. როგორც უკრაინული მედია იუწყება, გერმანელმა ექიმებმა,
რომლებმაც გასინჯეს ტიმოშენკო, უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით,
დადებითი რეკომენდაცია მისცეს კლინიკას. იქ მკურნალობაზე უარს თავად ტიმოშენკო
ამბობდა, თუმცა გუშინ, გვიან ღამით, ცნობილი გახდა, რომ ის დათანხმდა №5 კლინიკურ
საავადმყოფოში გააყვანას. ტიმოშენკო სამკურნალო დაწესებულებაში წუხელვე მოათავსეს.
Internet.ge