GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ისანი-სამგორის რაიონის ინვენტარიზაცია დასრულდა
14:56 23.04.2012
დღის სიახლეები
დღეს, იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ - სოსო წიქარიშვილმა, ისანი-სამგორის რაიონის გამგეობას, დამისამართების პროექტის ფარგლებში, ინვენტარიზაციის შედეგად მოპოვებული მონაცემები, მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროს დასრულებული არეალის ელექტრონული რუკა, სქემატურ ნახაზები და გეომონაცემთა ბაზა გადასცა. 

თბილისის დამისამართების პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ოპერატორების მიერ აღიწერა ისანი-სამგორის რაიონში მდებარე ყველა ქუჩა, დაინომრა ყველა სახლი და ბინა. 

„შეგროვდა არსებული ქუჩების შესახებ დეტალური ინფორმაცია: დადგინდა ქუჩების მიმართულება და გზის საფარის ტიპები, აღიწერა ხეივნები, უსაფრთხოების ობიექტები, ხიდები თუ სკვერები; შეგროვდა ინფორმაცია ყველა ტიპის, მათ შორის, საცხოვრებელი, ადმინისტრაციული, საგანმანათლებლო, სპორტული, კულტურული, სახელმწიფო, სავაჭრო, ჯანდაცვის, საბანკო და სხვა ტიპის შენობებზე; თბილისის დამისამართების პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონის ინვენტარიზაცია. ვინაიდან უმისამართო ბინების პრობლემა ძირითადად თბილისის ძველ უბნებში იყო (იტალიური ეზოების გამო), თავდაპირველად სწორედ ძველი თბილისისა და ქალაქის ცენტრალური ნაწილის ინვენტარიზაცია დაიგეგმა" - აღნიშნა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ. 

საჯარო რეესტრის მიერ ჩატარებული ინვენტარიზაციის დასრულების შემდეგ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ახლად შექმნილ მისამრთებზე არსებულ საცხოვრებლებში რეგისტრირებულ პირთა იდენტიფიცირებას მოახდენს. სამოქალაქო რეესტრი სამუშაოებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ცხრა რეგიონში შეასრულებს, რაც საერთო ჯამში, თბილისის გარდა 270 სოფლის ტიპის დასახლებას მოიცავს.

დამისამართების პროექტის ფარგლებში საჯარო და სამოქალაქო რეესტრების ბაზებში ასახული ცვლილებების მიუხედავად, მოქალაქეებს არ მოუწევთ დოკუმენტაციის ხელახლა აღება, რადგან შენახული იქნება საკუთრებისა და მოქალაქეების შესახებ ბაზებში არსებული ძველი ინფორმაციაც და დაკორექტირებული მონაცემებიც.

„გამართული სამისამართო სისტემა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც ქალაქგეგმარებას, შენობის, ქუჩის მიგნებას და აღქმას, ისე ყველა იმ პრობლემას, რომელიც მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს. მსგავსი ფაქტები მოქალაქეებს პრობლემებს უქმნიდა პირადობის მოწმობის აღების, ქონების რეგისტრაციის, კომუნალური გადასახდელების გადახდის, საფოსტო გზავნილის მიღებისას თუ სხვა კუთხით. გარდა ამისა, სახანძრო-სამაშველო სამსახურებს გაცილებით გაუმარტივდებათ კონკრეტული მისამართის ოპერატიულად მიგნება", - აღნიშნა იასნი-სამგორის რაიონის გამგებელმა თემურ გრიგალაშვილმა.

სამისამართო სისტემის შექმნის პროექტით, საქართველოს დასახლებულ პუნქტებში უსახელო გზები და ქუჩები გაქრება. ყველა დაბისა თუ სოფლის სავალ ნაწილს საკუთარი სახელწოდება ექნება, შენობები კი დაინომრება. ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე მონაცემები დატანილი იქნება ელექტრონულ რუკაზე, რომელიც თავის მხრივ, საქართველოში სანავიგაციო სისტემის ეფექტურ მუშაობას შეუწყობს ხელს.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სანიკიძის თქმით ივანიშვილს ალბინოსი შვილები სისხლის აღრევის გამო ჰყავს (VIDEO)1
ცესკო-ში პარტიული სიების შეტანის ვადა დღეს იწურება2
ჟენევის მოლაპარაკებებს „ქართული ოცნების“ წევები დაესწრებიან3
ბებიამ 17 წლის ბიჭი მოკლა4
საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ვატიკანში გაემგზავრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X