GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პროექტის "რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის" პრეზენტაცია გაიმართება
10:53 25.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში დღეს, 17:00 საათზე,  პროექტის „რეგიონალური თანამშრომლობა კულტურული მემკვიდრეობის განვითარებისათვის" პრეზენტაცია გაიმართება.

პროექტი  ევროკომისიის "აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურული პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება და მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი) რეგიონალური თანამშრომლობის გზით კულტურული მემკვიდრეობის ეფექტიანი მართვისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას. ასევე, კულტურული მემკვიდრეობის უწყვეტი დაცვისა და ეკონომიკური განვითარების სფეროში მისი ინტეგრაციის ხელშეწყობას.

პროექტის ძირითადი მიზნებია: კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული პოლიტიკის განვითარება; კულტურული მემკვიდრეობის საკითხებით დაინტერესებული მხარეების კვალიფიკაციის ამაღლება, რაც კულტურული მემკვიდრეობის როლის გაზრდის წინაპირობაა; აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, ასევე, რეგიონსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა; დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მხარდაჭერა.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი (ICOMOS საქართველო), შპს "არქიტექტურა და პრესტიჟი" (უკრაინა), ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების სომხეთის ეროვნული კომიტეტი (ICOMOS სომხეთი), ნორვეგიის კულტურული მემკვიდრეობის დირექტორატი.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დედამიწას საშიში ასტეროიდი ჩაუფრენს1
შსს-ს ინფორმაციით, გიორგი ჯახუა, რომლის სახლიდანაც კანაფი ამოიღეს, სასულიერო პირი არ არის2
სოფელ ლაფანყურთან დაკავებული დავიდ მაიერი პატიმრობაში რჩება3
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ავთანდილ ბერიძე აირჩიეს4
გაფიცული მაღაროელების მოთხოვნებისა და მდგომარეობის შესასწავლად კომისია შეიქმნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X