„საქართველოს კარიტასისა“ და გორის საკრებულოს შორის მემორანდუმი გაფორმდა
12:11 26.04.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინისტრმა კობა სუბელიანმა „საქართველო კარიტასის“ და გორის საკრებულოს შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო.
პროექტის "შინმოვლის სამსახური ხანდაზმულთა და უნარშეზღუდულ პირთათვის გორის რეგიონში" მხარდაჭერის შესახებ სამმხრივ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელს მოაწერენ „საქართველოს კარიტასის“ გენერალური დირექტორი, პადრე ვიტოლდ შულჩინსკი და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბ-ნი ზვიად ხმალაძე.
პროექტი ხორციელდება 2008 წლიდან ჩეხეთის კარიტასის და საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული მემურანდუმი ითვალისწინებს უზრუნველყოს თანამშრომლობა საქართველოს კარიტასსა და გორის თვითმმართველობას შორის.
პროექტის ფარგლებში დახმარებას არამარტო დევნილ მოსახლეობას გაუწევენ.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალს ასევე, დაესწრებიან გორის მუნიციპალიტეტის, საქართველოს კარიტასის, ადგილობრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორის წარმომადგენლები, ბენეფიციარები და მათი ოჯახის წევრები. internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|