კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას მტკიცებით, საქართველოს ისტორიული ძეგლების გადარჩენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, საპატრიარქოს გვერდის ავლით არ
მიმდინარეობდა.
როგორც
სამთავრობო საათზე, მინისტრმა განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით,
ოპოზიციონერების ბრალდებები უსაფუძვლოა.
„ეს მართალი არ არის, რადგან თურქეთში მოლაპარაკებების დაწყებამდე უწმინდესს პირადად შევხვდი, მისი აზრი მოვისმინე და იქიდან დაბრუნების შემდეგ ჩვენი მოლაპარაკებების შედეგი გავაცანი. იმედი მაქვს, რომ კითხვებს შორის ამ საკითხის მოხვედრა თქვენი არაინფორმირებულობის ბრალია და არა ფაქტების შეგნებული დამახინჯების“, – დასძინა მან.
internet.ge