კალმახელიძე: სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პირველადი ჯანდაცვის დანერგვაა
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, უწყების
სისტემაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი პირველადი ჯანდაცვის დანერგვაა.
როგორც
სამთავრობო საათზე კალმახელიძემ განაცხადა, პირველადი ჯანდაცვის მოდელის დანერგვა სასჯელაღსრულების სისტემაში წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაო იქნება.
„აქ საუბარი იყო ბიუჯეტის ზრდაზე, რადგან შეიძლება ითქვას, რომ სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო დეპარტამენტის ბიუჯეტი 80–ჯერ გაიზარდა. პერსონალის გაზრდის შესაძლებლობა გვექნება და შესაბამის ინფრასტუქტურასაც ვქმნით. სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ეს კი წითელი ჯვრის რეკომენდაციის ფარგლებში ხორციელდება“, – დასძინა მან.
internet.ge