GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იუსტიციის სასწავლო ცენტრში ეფექტური მომსახურების ტრეინინგ-პროგრამაზე მუშაობა დასრულდება
10:22 27.04.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის სასწავლო ცენტრში, ეფექტური მომსახურების ტრეინინგ-პროგრამაზე მუშაობა დღეს დასრულდება. იმ ტრენერებს კი, რომლებიც  სემინარში მონაწილეობდნენ, შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

ცენტრის რვა თანამშრომელი  სასწავლო პროგრამის საერთაშორისო სტანდარტებთან მორგებაზე, დიდი ბრიტანეთის ტრეინინგ-ცენტრის "Impact Factory"-ს ტრენერებთან ერთად მუშაობდა.

ერთობლივი სემინარი  მიზნად ისახავდა ეფექტური მომსახურების ტრეინინგების საერთაშორისო სტანდარტებისა და უახლესი გამოცდილების გაცნობას, რის შემდეგაც იუსტიციის სასწავლო ცენტრის  სასწავლო პროგრამები გადაიხედება და  საბოლოო ტრეინინ-მოდული შემუშავდება, რომელშიც საერთაშორისო პრაქტიკა სრულად იქნება გათვალისწინებული.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ტრეინინგები იუსტიციის სასწავლო ცენტრის სწავლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი კომპონენტია. წლების განავლობაში სასწავლო ცენტრში სემინარს ეფექტურ მომსახურებაში წარმატებულად გადიან იუსტიციის სამინისტროს ყველა სამსახურებისა და იუსტიციის სახლის თანამშრომლები.

მიმდინარე წლიდან იუსტიციის სასწავლო ცენტრმა სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომელთა ტრეინიგებიც დაიწყო. ეფექტური მომსახურების ტრეინინგები იუსტიციის სასწავლო ცენტრში უკვე გაიარეს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო და საგადასახადო სამსახურის, აგრეთვე - გადაუდებელი სამედიცინო მომსხურების თანამშრომლებმა, სოციალურმა მუშაკებმა, კახეთის რეგიონში არსებული მუზეუმების, რესტორნების და სასტუმროების როგორც მენეჯერებმა, ასევე - თანამშრომლებმა.

მომსახურების არეალის გაფართოებას იუსტიციის სასწავლო ცენტრი მომავალშიც გეგმავს. სულ მალე დაიწყება თბილისის მერიისა და სოციალური უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომელთა ტრეინინგები ეფექტურ მომსახურებაში.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
რიჩარდ ნორლანდი: პრეზიდენტს პარლამენტში კარგი გამოსვლა ჰქონდა1
ევროკავშირი საქართველოს სოხუმთან და ცხინვალთან დიალოგისკენ მოუწოდებს2
ვარდნა 39 კმ სიმაღლიდან, რომელსაც 8 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს (VIDEO)3
500 კილოგრამიანი ქალი ციხეს გადაურჩა4
ამირან გამყრელიძე ზურაბ ჭიაბერაშვილს შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X