GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოში შიდსის მაჩვენებელი იზრდება
12:19 27.04.2012
დღის სიახლეები

საქართველოში შიდსს 36 წლის ქალი ემსხვერპლა. ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს შიდსის ცენტრში განუცხადეს. ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მაია ცინცაძე ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზი  ღრმა იმუნო დეფიციტის ფონზე განვითარებული შიდსის ასოცირებული დაავადება (პერიტონიტი) იყო.

ამასთან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური  იმუნოლოგიის სამეცნიერო -პრაქტიკული ცენტრი აივ ინფექციის ახალ შემთხვევებს აქვეყნებს.

როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ცენტრიდან აცნობეს, 27 აპრილის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია შიდსის ვირუსით ინფიცირების 3257 შემთხვევა, 2382 – მამაკაცი, 875 – ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი  განუვითარდა 1 968 პაციენტს, 725 გარდაიცვალა. არვ მკურნალობას იტარებს 1180 პაციენტი, მათგან 36 – ბავშვია. 

ცენტრის ინფორმაციით, აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა რეგისტრირებულია თბილისში (1144 შემთხვევა, მათგან 67 უცხოეთის  მოქალაქეა, 2 დაუდგენელი), შემდეგ სამეგრელოში 478, (აქედან ზუგდიდი - 358), აჭარაში 401, (ბათუმი – 271), იმერეთში 419, (ქუთაისი 219) აფხაზეთში (249), კახეთში (140) ქვემო ქართლში (138), შიდა ქართლში (96), გურიაში (65), ფოთში (50), სამცხე-ჯავახეთში (38) და ა. შ.

„ბოლო წლებში აივ ინფექცია/შიდსის ახალ შემთხვევათა ანალიზი გვიჩვენებს, რომ აღინიშნება ახალ შემთხვევათა სტაბილური ზრდის ტენდენცია: 2007 წელს გამოვლინდა 344 ახალი შემთხვევა; 2008 წელს - 351;  2009 წელს - 385;

2010 წელს - 455; 2011 წელს - 424 ახალი შემთხვევა“,- აცხადებენ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური  იმუნოლოგიის სამეცნიერო -პრაქტიკული ცენტრში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ასტრონომებმა სუპერდედამიწა აღმოაჩინეს1
კახეთში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება2
გოგა ხაჩიძე: ხათუნა გოგალაძეს გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად წარდგენას ვულოცავ3
ლევან ბეჟაშვილი თანამდებობიდან გადადგა4
გოგა ხაჩიძე: არ იქნება მანდატური, იქნება სკოლის მაყურებელი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X