ფიქრია ჩიხრაძე: ტექნიკის უქონლობა და საწვავის სიძვირე გლეხებს პრობლემებს შეუქმნის
„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის,
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, ტექნიკის უქონლობამ და საწვავის
სიძვირემ გლეხები, შეიძლება, უშემოსავლოდ დატოვოს.
ამის შესახებ ჩიხრაძემ ქარელში
მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.
„აქ
ის ხალხი ცხოვრობს, რომელიც თავის მომავალს საკუთარი შრომის შედეგად მიღებულ შემოსავალში ხედავს, არადა ამჟამინდელმა მდგომარეობამ - ტექნიკის უქონლობამ, საწვავისა და შხამ-ქიმიქატის სიძვირემ, შიშველი ხელებით მიწასთან შეჭიდებამ, შეიძლება, ისინი საერთოდ უშემოსავლოდ დატოვოს“ - აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე
პარტიის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, „ახლების“ წევრი ქარელის რაიონის სოფლებში ქვენატკოცაში, რუისსა და ლეთეთში
განაგრძობს
შეხვედრებს.
„ხალხი პროტესტს გამოთქვამს საგაზაფხულო სამუშაოების დროს საწვავის განსაკუთრებული სიძვირის გამო. სოფლებში მოუწყობელია ინფრასტრუქტურაც
- ერთ-ერთ
უდიდეს სოფელ რუისში სასმელი წყლის პრობლემაა. რაც შეეხება ქვენატკოცას - გზა სანახევროდ
არის სოფელში გაყვანილი და გაგრძელებას არ აპირებენ; გაზი შეყვანილია სოფელში, მაგრამ სახლებში შესაყვანად გაზის კომპანია ოჯახებისგან ძალიან დიდ თანხას ითხოვს“,- მიიჩნევს ფიქრია ჩიხრაძე.
Internet.ge