შრომის,
ჯანმრთელობისა
და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, თანამედროვე სამედიცინო აპარატურის მართვის ტრენინგში მონაწილე ექიმებს სერთიფიკატები გადასცა.
სამინისტროს ინფორმაციით, ტრანსპორტირების დროს ადამიანის სასიცოცხლო ფუნქციების შენარჩუნების (LSTAT) პრაქტიკაში გამოყენების სასწავლო კურსი კლინიკა „მედი ქლაბ ჯორჯიას“ ბაზაზე ჩატარდა. ტრენინგში თბილისის სხვადახვა სამედიცინო ცენტრის ექიმებმა მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების
დასრულების
შემდეგ, მინისტრმა სამედიცინო ცენტრი „მედი ქლაბ ჯორჯია“ დაათვალიერა და ექიმებს გაესაუბრა.
LSTAT-ის მოწყობილობა
საქართველოში არასამთავრობო ჰუმანიტარულმა ორგანიზაცია „ACTS GEORGIA„-მ ჩამოიტანა. მოწყობილობები, სხვადასხვა
სამედიცინო
აღჭურვილობასთან
ერთად, თბილისის კლინიკებს გადაეცათ.
LSTAT წარმოადგენს საკაცეს, რომელიც აღჭურვილია ერთ სისტემად
გაერთიანებული,
სასიცოცხლო
ფუნქციების
შენარჩუნებისათვის
საჭირო აპარატურით. მოწყობილობა გამოიყენება ერთი პაციენტის რეანიმირების, სტაბილიზაციისა და ევაკუაციისთვის.
LSTAT შექმნილია
ამერიკის შეერთებული შტატების არმიის მიერ კრიტიკული დაზიანებების მქონე პაციენტების სამართავად დაშორებულ ადგილებზე და ტრანსპორტირების
დროს.
მოწყობილობა
ფართოდ გამოიყენება ნატოს წევრ ქვეყნებში სხვადასხვა საგანგებო და კრიტიკული სიტუაციების დროს, როცა სამედიცინო მეთვალყურეობა გაძნელებულია.
internet.ge