თბილისის
ღია უნივერსიტეტმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს, რუსუდან
კერვალიშვილს,
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს საქათველოში, ჩენ ჯიანფუს და ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის ხელმძღვანელს, ანჯეი ტიშკევიჩს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
დღეს,
საქართველოს
განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩახნაშვილმა, ღია
უნივერსიტეტის
საპატიო დოქტორები დააჯილდოვა.
თბილისის
ღია უნივერსიტეტში არსებული ტრადიციის მიხედვით, პოლიტიკურ თუ საზოგადო მოღვაწეებს, დიპლომატებს, საგარეო პოლიტიკის სფეროში მოღვაწე პირებს, უცხო ქვეყნების უნივერსიტეტების
მეცნიერებს,
პროფესორ-მასწავლებლებს, ვისაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით უნივერსიტეტის წინაშე, თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ენიჭებათ.
თანამედროვე
სტანდარტების
უმაღლეს სასწავლებელში სწავლება შემდეგ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მიმდინარეობს: სამართალი, სოციალური მეცნიერება და ბიზნესი
და ინჟინერიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტში ასევე ფუნქციონირებს პროფესიული სწავლების ცენტრი, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.
internet.ge