GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზურაბ ჭიაბერაშვილმა სახლმწიფო დაზღვევის ხელმისაწვდომობა ადგილზე შეამოწმა
16:25 30.04.2012
დღის სიახლეები

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, სახელმწიფო დაზღვევის ხელმისაწვდომობის ადგილზე შემოწმების მიზნით, დღეს, კასპში, მიზნობრივი სახელმწიფო სოციალური დახმარების მიმღებ ოდოშაშვილების ოჯახს ეწვია.

კასპში ვიზიტის ფარგლებში, ჯანდაცვის მინისტრი მცირე საოჯახო ტიპის სახლსაც ესტუმრა და ბავშვები მოინახულა.

საზოგადოება "ბილიკის" კუთვნილმა სახლმა ფუნქციონირება 2012 წლის თებერვალში დაიწყო. „ევრიჩაილდის" მოდელის მიხედვით, იქ მყოფ 8 ბავშვს 2 ძირითადი მომვლელი - დედობილი და მამობილი და 2 ჩამნაცვლებელი აღმზრდელი - დეიდა და ბიძა უვლის.

ასევე, მინისტრმა კასპში შპს "მედალფას" კუთვნილი მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრიც დაათვალიერა. 22 საწოლიანი კლინიკა ულტრათანამედროვე აპარატურით არის აღჭურვილი. აქ პაციენტებს ქირურგიული, თერაპიული, პედიატრიული, ინფექციური და მეან-გინეკოლოგიური რადიოლოგიური, ფთიზიატრიული, ტრავმატოლოგიური და სხვა სერვისების მიღება შეუძლიათ. სამედიცინო ცენტრში 166 ადამიანი, მათ შორის 46 ექიმი და 60 ექთანია დასაქმებული.

საავადმყოფოს ასაშენებლად სადაზღვევო კომპანია „ალფამ" 3 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. კლინიკამ ფუნქციონირება 2011 წლის 5 დეკემბერს დაიწყო. გახსნის შემდეგ კასპის ახალ სამედიცინო ცენტრში 8023 პაციენტი მიიღეს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ჭიაბერაშვილმა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თემაზე კონფერენცია გახსნა1
პრობაციონერებმა დუშეთის პანსიონატში გამწვანების აქცია მოაწყვეს2
ვლადიმერ უგულავა: ყველა თანამშრომლის ინტერესი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული3
კომუნიკაციების ეროვნული კომისია ნინო ჯანგირაშვილის ბრალდებას დაუსაბუთებელს უწოდებს4
ბაჩო ახალაია: გადაბარების პროცესი მშვიდად რომ დასრულებულიყო ქვეყანა უნდა დამეტოვებინა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X