დასაქმებულთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს პროფკავშირები მანიფესტაციით აღნიშნავს
დასაქმებულთა
საერთაშორისო
სოლიდარობის დღეს – 1 მაისს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მანიფესტაციით აღნიშნავს.
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების
ინფორმაციით, აქცია
– მანიფესტაციაში
მონაწილეობას
მიიღებს
10 000 აქციის
მონაწილე მანიფესტანტი, რომლებიც 16:00 საათზე, ვარდების მოედანზე შეიკრიბებიან. მანიფესტაციის მონაწილენი რუსთაველის პროსპექტის გავლით მივლენ პარლამენტის შენობასთან, სადაც 17:00 საათზე თემატურ საპროტესტო მიტინგს გამართავენ.
აქცია–მანიფესტაციის მონაწილეებს გამოტანილი ექნებათ სხვადასხვა სახის მოთხოვნების შემცვლელი ტრანსფარანტები და ლოზუნგები.მიტინგის დამთავრების შემდეგ კი, აქციის მონაწილენი მიიღებენ მიმართვას ქვეყნის პრეზიდენტის, მთავრობისა და პარლამენტისადმი.
„პროფესიული
კავშირები
მიიჩნევენ,
რომ ქვეყანაში არსებული მწვავე პოლიტიკური-ეკონომიკური კრიზისის ფონზე დასაქმებულთა შრომითი, სამართლებრივი და ეკონომიკური უფლებების დაცვის მოთხოვნა სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს.
დასაქმებულთა
საერთაშორისო
სოლიდარობის დღეს – 1 მაისს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება კი, ხალხმრავალი მანიფესტაციით აღნიშნავს, რადგანაც კვალავ აქტუალურია ის საკითხები,
რის გამოც მეორე ინტერნაციონალის
პარიზის კონგრესმა მიიღო დადგენილება „პირველი მაისის დემონსტრაციის ყოველწლიურად ჩატარების შესახებ“, რომელიც პირველად 1890 წელს აღინიშნა“,-
აცხადებენ გაერთიანებაში.
Internet.ge