გაზეთის „იზვესტია უკრაინაში“ საიტი დნეპროპეტროვსკში მომხდარი ტერაქტების დროს
დაჭრილი 8 ადამიანის გარდაცვალების შესახებ იუწყება. გამოცემა ქალაქის მეჩნიკოვის
სახელობის რაიონული კლინიკის წყაროს მონაცემებს ეყრდნობა, თუმცა დნეპროპეტროვსკის ხელმძღვანელობა ამ ინფორმაციას უარყოფს.
„გარდაიცვალა
8 ადამიანი. პარასკევიდან მოყოლებული ჩვენთან უამრავი დაჭრილი პაციენტი შემოიყვანეს. იმის თქმა, რომ ვინმე გარდაიცვალა, ჩვენ აგვიკრძალეს“ -
ციტირებს საიტი წყაროს.
დნეპროპეტროვსკში
27 აპრილს 4 აფეთქება მოხდა, რომლის შედეგადაც 30 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 10 ბავშვია. უკრაინის უშიშროების
სამსახურმა აფეთქებებს ტერორიზმის კვალიფიკაცია მისცა. სამართალდამცველებმა უკვე
შეადგინეს ფოტორობოტები სავარაუდო ტერორისტებისა, რომლებზეც ძებნაა გამოცხადებული.
Internet.ge