იუსტიციის
სასწავლო ცენტრი იუსტიციის სახლების თანამშრომელთა ტრენინგებს აგრძელებს. ეფექტური კომუნიკაციის საკითხებში ინტერაქტიულ სწავლებას ამჯერად თბილისის იუსტიციის სახლის თანამშრომლები გადიან.
ინტერაქტიულ
სემინარზე
განსაკუთრებული
ყურადღება
ეთმობა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეფექტური კომუნიკაცია და მომსახურება,
სტრესის მენეჯმენტი, კონფლიქტების მართვა, სერვისების პროცედურები. ტრენინგის ფარგლებში რეგიონული სამსახურების ოფისის თანამშრომლები როლურ თამაშებსა და დისკუსიებში
მონაწილეობენ, პრაქტიკულ სავარჯიშოებზე მუშაობენ და გამოიმუშავებენ
ეფექტური მომსახურებისათვის
საჭირო უნარ-ჩვევებს.
სამინისტროს ინფორმაციით, ტრენინგების მიზანი თანამშრომელთა შორის მომსახურების ერთიანი სტანდარტის დანერგვა და მათთვის ეფექტური კომუნიკაციისათვის
საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა.
„თანამშრომელთა ტრენინგები იუსტიციის სახლის საკადრო პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. უწყების HR-სტრატეგიის თანახმად, ახალი თანამშრომლის მიღება ყველა პოზიციაზე რამდენიმე ეტაპიანი კონკურსით ხორციელდება. განცხადების საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს ტესტირების, ჯგუფური და ინდივიდუალური
გასაუბრების
წარმატებით
გავლის შემთხვევაში, სპეციალურად მისი პოზიციისათვის შერჩეული ტრეინინგები უტარდებათ, რის შემდეგაც სასურველ თანამდებობაზე ინიშნებიან. საკადრო რესურსის უწყვეტი პროფესული ზრდისა და განვითარებისათვის, გადამზადებისა და ტრეინინგების
კურსებს იუსტიციის სამინისტრო ყველა თანამშრომელისათვის
ახორციელებს“,-
აცხადებენ სამინისტროში.
Internet.ge