უკრაინის
ექს-პრემიერის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ იულია ტიმოშენკო, ფაქტობრივად,
სიკვდილის პირას იმყოფება და სულ რამდენიმე დღეში შეიძლება გარდაიცვალოს კიდეც.
უკრაინული მედიის ცნობით, ასეთი შინაარსის განცხადებები გააკეთეს ტიმოშენკოს
შვილმა და მეუღლემ.
ტიმოშენკო
უკვე ათ დღეზე მეტია, რაც შიმშილობს.
პროტესტის ამ ფორმას მან კოლონიაში მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობი
შემდეგ მიმართა. პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე ევგენია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ დედა ორი
დღის წინ ნახა.
„ის
მართლაც ძალიან ციდად არის, მუდმივად წევს, ვერ მოძრაობს, გარდა ამისა,
დასუსტებულია შიმშილობის გამო“ - განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის
ხელისუფლება საბოლოოდ დათანხმდება, რომ ტიმოშენკომ მკურნალობის კურსი გერმანიაში
გაიაროს.
ექს-პრემიერის
მეუღლე კი აცხადებს, რომ მის მეუღლეს ჯანმრთელობამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება
უმტყუნოს. მისი თქმით, „იულია ტიმოშენკოს სიკვდილი მხოლოდ ერთ ადამიანს -
ამჟამინდელ პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს აწყობს, რომელსაც მისი ფიზიკური
გადანდგურება სურს,“ - განაცხადა მან.
Internet.ge