დღეს,
"სამოქალაქო
სოლიდარობის
კამპანია" აქციას
გამართავს. როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს აქციის ორგანიზატორებმა
აცნობეს, რუსთაველზე შეკრებილები მედიაში ცენზურას გააპროტესტებენ.
სამოქალაქო
სოლიდარობის
აქციაში
"მედია
კლუბის",
"ახალგაზრდა
იურისტთა ასოციაციის",
"ტფილისის
ჰამქრის",
"მწვანე
ალტერნატივის",
"საერთაშორისო
გამჭვირვალობა-საქართველოს",
სტუდენტური
მოძრაობების
წარმომადგენლები
და მოქალაქეები მიიღებენ მონაწილეობას.
ასევე,
აქციაზე ესეების კონკურსის
"გაფუჭებული
ტელევიზორის"
გამარჯვებულები
დაჯილდოვდებიან.
სამოქალაქო
სოლიდარობის
აქციის ორგანიზატორები თანამოქალაქეებს
საკუთარი პოზიციისა და მოთხოვნების აქტიური გამოხატვისკენ მოუწოდებენ.
აქცია
რუსთაველის
ძეგლთან
18:00 საათზე
დაიწყება.
Internet.ge