სასტუმრო
„რედისონ ბლუ ივერიაში” დღეს, ID-ბარათის ციფრული ხელმოწერის ფუნქციისა და ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას
საქართველოს
პარლამენტის
თავმჯდომარე
დავით ბაქრაძე გახსნის, პრეზენტაციაში მონაწილეობას კი, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე - საქმიანი წრეების წარმომადგენლები მიიღებენ.
პრეზენტაციაზე ელექტრონული პირადობის მოწმობის ახალი კომპონენტის - ციფრული ხელმოწერის დემონსტრირება მოხდება. ID ბარათში ინტეგრირებული აუთენტიფიკაციისა
და ციფრული ხელმოწერის საშუალებები უზრუნველჰყოფს ციფრულ მატარებელზე მოთავსებული დოკუმენტაციისათვის იურიდიული ძალის მინიჭებას და ამ გზით ქაღალდის ჩანაცვლებას.
პრეზენტაციის
დროს, წარმოდგენილი იქნება ციფრულ დოკუმენტებზე ერთი და მრავალი ხელმოწერის განხორციელების მიზნით შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი.
ID-ბარათი - ელექტრონული პირადობის მოწმობა, საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოდან გაიცემა. მისი ფუნქცია მოიცავს პიროვნების იდენტიფიკაციის როგორც ტრადიციულ, ასევე ახალ, ელექტრონულ საშუალებას.
Internet.ge