მოკლული ტერორისტისა და მისი
თანაშემწეების წერილები ადასტურებს, რომ „ალ-ქედა“ ბოლო წლების მანძილზე დასუსტდა.
როგორც
„ასოშეითედ პრესი“ იუწყება, თავად ბენ ლადენი
ორგანიზაციას თითქმის არ აკონტროლებდა და თანამოაზრეების ბრძოლის მეთოდებს
აპროტესტებდა.
კერძოდ, ტერორისტს არ მოსწონდა,
რომ ტერაქტებში, რომლებსაც ისინი აწყობდნენ, ძალიან ბევრი უდანაშაულო მუსულმანი
იღუპებოდა. მისი აზრით, იმისთვის, რომ სხვადასხვა
ქვეყნების მოსახლეობის მხარდაჭერა მოეპოვებინათ, ტერორისტებს ასეთ ტაქტიკაზე უარი
უნდა ეთქვათ და თავისი ძალისხმევა დასავლეთის, განსაკუთრებით კი აშშ-ის წინააღმდეგ
ბრძოლაზე უნდა გადაეტანათ.
ბენ ლადენი, მოუწოდებდა
თანამებრძოლებს, არ გაემეორებინათ „ალ-ქაედას“ შეცდომები, რომელსაც ადგილი ჰქონდა
ერაყში, სადაც ტერაქტების დროს მშვიდობიან მოსახლეობაში უამრავი უდანაშაულო
ადამიანი იღუპებოდა.
გარდა ამისა, მას არ მოსწონდა
მკაცრი წესები, რომელიც „ალ-შაბაბის“ სომალის დაჯგუფებამ დაამყარა მის კონტროლქვეშ
მყოფ ტერიტორიაზე. მსოფლიოს პირველი ტერორისტი სხვადასხვა დანაშაულებისთვის
სხეულის ნაწილების მოკვეთის პრაქტიკის წინააღმდეგიც იყო.
ამასთან, ბენ ლადენის წერილები,
რომლებიც საჯარო გახდა, არ შეიცავს
კონკრეტული ოპერაციის გეგმას. „ალ-ქაედას“ ლიდერის მიმოწერა სხვა
ტერორისტებთან, ძირითადად, ჯიჰადის სტრატეგიასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს მოიცავს.
Internet.ge