GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ოზურგეთში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
18:42 04.05.2012
დღის სიახლეები

ოზურგეთის მოსახლეობა სუფთა და ხარისხიან სასმელ წყალს გაუმჯობესებული გრაფიკით მიიღებს.

დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა, ოზურგეთის წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პრეზიდენტის რწმუნებულთან გურიის რეგიონში, ვალერი ჩიტაიშვილთან ერთად დაათვალიერა. 

სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე, წყალმომარაგების ამორტიზებული სისტემის გამო, ოზურგეთის მოსახლეობას სასმელი წყალი, დღეში რამდენიმე საათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. პროექტის ფარგლებში, ქალაქის წყალმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე დამონტაჟდება საკონტროლო ურდულები, მოეწყობა 3 სატუმბი სადგური, სადაც ეკო ტუმბოები დამონტაჟდება.

წყალმომარაგების ქსელი 4 ზონად დაიყოფა და შიდა ქსელი ახლით შეიცვლება. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ, ელექტროენერგიის დანახარჯი შემცირდება და ოზურგეთის მოსახლეობის ნაწილი წყალს 24, ნაწილი კი, 12 საათიანი გრაფიკით მიიღებს. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე სულ 50 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდა. 

აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები, საქართველოს 17 ქალაქისა და სოფლის წყალმომარაგების გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, ევროპის საინვესტიციო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ფარგლებში, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი შემდეგ ქალაქებსა და სოფლებში ჩაატარებს: ლენტეხი, ცაგერი, მარტვილი, წალენჯიხა, წყალტუბო, ოზურგეთი, ვანი, ლანჩხუთი, ზესტაფონი, ბაღდათი, ტყიბული, სურამი, ქარელი, კასპი, ომალო, ლაგოდეხი, სართიჭალა.

სამინისტროს ინფორმაციით, სამუშაოებზე სულ 5 ათასზე მეტი ადამიანი დასაქმდება, რომელთა უმრავლესობა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა იქნება. აღნიშნული პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ გეგმის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი ყოველდღიურ წყალმომარაგებაზე გადავა. 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.1
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს2
კრიმინალური ქრონიკა3
უზენაესი სასამართლოს სპიკერ-მოსამართლემ საზოგადოებას საარჩევნო დავებზე ინფორმაცია მიაწოდა4
მონარქის გაქურდვა სასტუმროს სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X