უკრაინის ექს-პრემიერს, იულია ტიმოშენკოს 8
მაისს ციხის საკნიდან საავადმყოფოში გადაიყვანენ, - ამის შესახებ უკრაინელ
ჟურნალისტებს გერმანელმა ექიმებმა განუცხადეს, რომლებიც ტიმოშენკოს ჯანმრთელობის
მდგომარეობის გამო კვლავ ჩავიდნენ უკრაინაში.
როგორც გაზეთ „სეგოდნიას“ ჟურნალისტი იუწყება,
ბერლინის კლინიკის - „შარიტეს“ ხელმძღვანელი, პროფესორი კარლ მარქს აინჰოიპლი
აცხადებს, რომ ტიმოშენკოს მკურნალობას გერმანელი სპეციალისტები ადევნებენ თვალს.
საუბარია ტიმოშენკოს უკრაინის საავადმყოფოში
გადაყვანაზე, მას კვლავ „უკრზალიზნიცში“ უმკურნალებენ, თუმცა ის, ამჯერად,
უშუალოდ, „შარიტეს“ კლინიკის ექიმების ზედამხედველობის ქვეშ იქნება.
გერმანელმა ექიმებმა უკვე დაათვალიერეს
აღნიშნული სამკურნალო დაწესებულება ხარკოვში, რომელიც ტიმოშენკოს სამკურნალოდ
უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრომ შეარჩია. მედიკოსებმა კოლონიაში უკვე
იულია ტიმოშენკოც გასინჯეს.
Internet.ge