იუსტიციის
სამინისტროსა
და მთავარი პროკურატურის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის ბოლო ეტაპზე წარმოდგენილი 600 ნაშრომიდან შერჩეული 11 საუკეთესო.
ესეს
ავტორები დღეიდან იუსტიციის სასწავლო ცენტრში ტრენინგებს გადიან.
სწავლების
თემა - ეფექტური პრეზენტაციისათვის
საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. დღეავნდელი თეორიული ნაწილის შემდეგ, ხვალ სემინარის მონაწილეები ოთხი საათის მანძილზე, კონკრეტული თემის პრეზენტაციის მომზადებაზე ინდივიდაულურად იმუშავებენ.
საკონკურსო
თემების პრეზენტაცია 12 მაისს, იუსტიციის სამინისტროში გაიმართება. მასში მონაწილე ყველა კონკურსანტი სიგელებით დაჯილდოვდება, ხოლო გამარჯვებულები - პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები ფასიან საჩუქრებს მიიღებენ.
თხზულებების
კონკურსი, იუსტიციის სამინისტრომ მთავარ პროკურატურასთან ერთად, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგელბში, 26 მარტს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს და საჯარო
სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეეძლოთ. სამი შეთავაზებული თემიდან "რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს,"
"მე რომ ნაფიცი მსაჯული ვიყო" და "როგორ ვებრძოლოთ არასრულწლოვანთა
დანაშაულს,"
მონაწილეს
ერთ-ერთი უნდა აერჩია და მასზე თხზულება მოემზადებინა. საჯარო სკოლებში, რესურს-ცენტრების დახმარებით, გამოვლინდა თითო გამარჯვებული ესე, რომელიც იუსტიციის სამინიტროში გადაიგზავნა.
600 შემოსული
ნაშრომიდან
კი თერთმეტი საუკეთესო სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.
საგანმანათლებლო
აქტივობებს
იუსტიციის
სამინისტო,
მთავარ პროკურატურასთან
ერთად, მომავალშიც გეგმავს.
Internet.ge