ლიბიის
მოვლენებთან და მუამარ კადაფის რეჟიმის დაცემასთან დაკავშირებით გადაღებული ფილმი
კანის ფესტივალის სპეციალური ჩვენებების პროგრამაშია ჩართული, - ნათქვამია
ფესტივალის ოფიციალურ საიტზე.
ფრანგი
ჟურნალისტის, ფილოსოფოსისა და რეჟისორის ბერნარ-ანრი ლევის ფილმი „ტობრუკსკის
ფიცი“ 25 მაისს იქნება ნაჩვენები. ჩვენებას ლიბიის რევოლუციის 4 „საპატიო
მონაწილეც“ დაესწრება, რომელთა ვინაობაც ჯერ არ სახელდება.
ფესტივალის
დირექტორის აზრით, აღნიშნული სურათი იმის დასტურია, თუ როგორ ცვლის ისტორიის
მსვლელობას იდეები. ოფიციალურ რელიზში კი აღნიშნულია, რომ ასეთი სიუჟეტები
განსაკუთრებით საჭიროა იმ სისხლიანი მოვლენების ფონზე, რაც სირიაში ხდება.
„ტობრუკსკის
ფიცი“ ერთადერთი პოლიტიკური ჟესტი არ იქნება ფესტივალზე. ძირითად საკონკურსო
პროგრამაში 15 წლის მანძილზე პირველად ჩართულია ეგვიპური ფილმი, რეჟისორ იუსრი
ნასრალას ნამუშევარი „ბრძოლის შემდეგ“, რომელშიც საუბარია ტახრირის მოედანზე
განვითარებულ მოვლენებზე და მის შედეგებზე.
კანის 65-ე
ფესტივალი 16-27 მაისს ჩატარდება. ფესტივალს უეს ანდერსონის ფილმი „სრული მთვარის
სამეფო“ გახსნის. კინოფესტივალის სიმბოლო კი მერლინ მონრო იქნება -
ორგანიზატორტებმა გადაწყვიტეს პატივი მიეგოთ ლეგენდარული მსახიობისთვის,
რომლის გარდაცვალებიდანაც 50 წელი შესრულდა.
Internet.ge