ამერიკაში, 47 წლის
ასაკში გარდაიცვალა ადამ იაუხი, რომელიც მსოფლიოში სახელგანთქმული ნიუ–იორკული პოპ–ჯგუფის „Beastie Boys“–ის თანადამფუძნებელი და წევრი
იყო. ამის შესახებ განცხადება ამერიკელმა პროდუსერმა რასელ
სიმონსმა გააკეთა, იმ ხმის
ჩამწერი სტუდიის („Def Jam Records“) მფლობელმა, რომელმაც ჯგუფის
პირველი სტუდიური ნამუშევარი გამოუშვა.
ჰიპ–ჰოპის ცნობილი შემსრულებლის გარდაცვალების ადგილი, დრო და მიზეზი
უცნობია. 2009 წელს
ცნობილი გახდა, რომ იაუხს, მეტსახელდ ემ–სი–ეის, ყურქვეშა ჯირკვლის კიბო
ჰქონდა; თუმცა
თავად მუსიკოსმა მაშინ განაცხადა, რომ განკურნების საკმაოდ დიდი შანსი
ჰქონდა.
მისი
ავადმყოფობის გამო
ჯგუფმა რამდენიმე კონცერტი გადადო
და ახალი
დისკის გამოშვებაც დააგვიანა.
აპრილში „Beastie Boys“ კლივლენდში, როკ–ენ–როლის
დიდების დარბაზში დააჯილდოვეს, თუმცა თავად იაუხი
ცერემონიალს არ დასწრებია.
ჯგუფის
წევრებს, ჯერ–ჯერობით, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.
internet.ge