ჰოკეის ფინელმა გულშემატკივრებმა
მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის გახსნისას აღმოაჩინეს, რომ ნაციონალური ნაკრების
ფანებს შორის არიან ნორვეგიელი ტერორისტი ანდერს ბრეივიკი
და ფინელი მკვლელი-რეციდივისტი ნიკიტა ფუგანტინი.
მათი პორტრეტები გიგანტურ
პლაკატზე აღმოაჩინეს, რომელიც ჰელსინკიში, ყინულის მოედანთან იყო გამოფენილი.
პლაკატები გულშემატკივრების წახალისების მიზნით გამოიფინა: მათ შეეძლოთ სპეციალური
ინტერნეტ-საიტის Maailmansuurinjoukkuekuva.fi ან
Facebook საშუალებით გაეგზავნათ თავიანთი ფოტოები - იუწყება „იტარ-ტასი“.
სწორედ ეს სურათები მოხვდა
პლაკატებზე. შედეგად კი გამოვიდა, რომ ფინელებსა და ჩემპიონატის სტუმრებს
გიგანტური პლაკატიდან ნორვეგიელი ტერორტისტი და ფინელი რეციდივისტი
გადმოსცქეროდათ. რასაკვირველია, როგორც კი ეს სხვა გულშემატკივრებმა დააფისქსირეს, ბრეივიკის პორტრეტს ჯერ ძაღლის ყბა გადააკრეს,
შემდეგ კი ბრეივიკისა და ფუგანტინის გამოსახულება საერთოდ ჩამოხსნეს.
Internet.ge