პროექტის "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში" ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი
დღეს,
სასტუმრო
"ქორთიარდ
მერიოტში", პროექტის "სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში" ურთიერთგაგების მემორანდუმს
მოეწერა ხელი.
მემორანდუმის
მიზანია, როგორც საქართველოს ხელისუფლების მიერ ზოგადად დაუცველი მოსახლეობისათვის გატარებული სოციალური რეფორმების ხელშეწყობა, ასევე "იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის”, მისი სამოქმედო გეგმისა და ყველა იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელი პირობების მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად გაუმჯობესების სამთავრობო პოლიტიკის მხარდაჭერა.
პროექტი,
რომლის ბიუჯეტი 1 140 000 შვეიცარიულ ფრანკს შედაგენს,
მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი, გარიყული და უსახლკარო დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ადექვატური საცხოვრებელი პირობებითა და სოციალური დაცვით უზრუნველყოფას და საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობას.
დოკუმენტის
ხელმომწერი
მხარეები არიან: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ოფისი, ქალაქ თბილისის მერია, ბათუმის, რუსთავისა და ბოლნისის საკრებულოები, და შვეიცარიის მთავრობა, რომელსაც წარმოადგენს შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო სამხრეთ კავკასიაში
(SDC).
პროექტის
ერთ-ერთ პარტნიორია გაერო-ს განვითარების პროგრამა
(UNDP).
მემორანდუმის
ფარგლებში
იგეგმება
5 სოციალური
სახლის
(60 ბინა)
მშენებლობა
თბილისში,
ბათუმში, რუსთავსა და ბოლნისში.
პროექტი
დასრულდება
2013 წლის
თებერვლის
ბოლოსათვის.
Internet.ge