საქართველოს, სამუშაო ვიზიტით, ფილიპინების
რესპუბლიკის
დელეგაცია
ეწვია. კონსულ, თელმო ლუის ქუნანანთან პირველი შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც მინისტრის მოადგილემ,
გიორგი
ზედგინიძემ
უმასპინძლა.
გიორგი ზედგენიძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი საქართველოსა და ფილიპინებს შორის ეკო-ტურისტული პოტენციალის შესწავლა იყო.
„გარემოს
დაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ეკო-ტურიზმი. ამ კუთხით ბევრ ქვეყანასთან ვთანამშრომლობთ,
მათ შორის ფილიპინებთან. შეხვედრის მიზანი იყო საქართველოსა და ფილიპინებს შორის ეკო-ტურისტული პოტენციალის შესწავლა და იმ უწყებების დამეგობრება, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობენ. ეკო-ტურიზმი არის მათთვისაც და ჩვენთვისაც ის საინტერესო სფერო, სადაც ჩვენ მუშაობას
გავაგრძლებთ,"
- განაცხადა
გიორგი ზედგინიძემ.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოს, ფილიპინების ეკო-ტურიზმის სპეციალისტების ფართომასშტაბიანი ჯგუფი ეწვევა, ეროვნულ პარკებს
მოინახულებს, ადგილობრივ სერვისებს შეისწავლის და თავის ქვეყანაში პოპულარიზაციას გაუწევს.
„საქართველოში
ჩვენი ვიზიტის მიზანია, ხელი შევუწყოთ ფილიპინებიდან საქართველოში ეკო-ტურიზმის განვითარებას. გარემოს დაცვის სამინისტროში ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა და გაოცებული ვარ, იმ სამუშაოებით, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს დაცული ტერიტორიებისა და ეკო-ტურიზმის მიმართულებით. ვიმედოვნებ, საქართველოსა და ფილიპინებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. ეს იქნება ორმხრივად სასარგებლო და შედეგს მოუტანს, როგორც საქართველოს, ასევე ფილიპინებს,"
- განაცხადა
კონსულმა თელმო ლუის ქუნანანმა.
გარემოს
დაცვის სამინისტრომ, სტუმრებს, საქართველოს დაცულ ტერიტორიებში არსებული ეკო-ტურისტული სერვისები გააცნო და ფილიპინებიდან საქართველოში ფართო ორგანიზებული ტურების მოწყობაში მხარდაჭერა აღუთქვა.
Internet.ge