საფრანგეთის ძველმა და ახლადარჩეულმა
პრეზიდენტმა ერთად მიიღეს მონაწილეობა ღონისძიებებში, რომლებიც მეორე მსოფლიო ომში
გამარჯვების 67-ე წლისთავს ეძღვნებოდა.
ტრიუმფალურ თაღთან მდებარე უცნობი
ჯარისკაცის საფლავთან, ქვეყნის ორმა წამყვანმა პოლიტიკოსმა
გარდაცვლილ თანამემამულეებს, წუთიერი დუმილით პატივი მიაგო
„ევრონიუსის“ ცნობით, ღონისძიებაში
მონაწილეობის მიღება ოლანდს თავად სარკოზიმ შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს
საფრანგეთის პრეზიდენტობის პოსტიდან მიმავალმა შირაკმაც მიიწვია სარკოზი ანალოგიური
მოვლენის აღსანიშნად, თუმცა ამ უკანასკნელმა დემონსტრაციულად უარყო ეს წინადადება და
განაცხადა, რომ „საფრანგეთს ვერ ეყოლება ორი მეთაური.“
დღესასწაულის აღნიშვნა სამხედრო
მარშით დასრულდა, რომელიც ტრადიციულად ქალაქის მთავარ ქუჩაზე - ელისეის მინდვრებში
გაიმართა.
Internet.ge