GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ტელეკომპანია „დია“ განცხადებას ავრცელებს
18:17 08.05.2012
დღის სიახლეები

ბოლოდროინდელი მოვლენებიდან გამომდინარე ტელეკომპანია „დია“ აცხადებს, რომ ტელეკომპანიის, მისი ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით, მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია.

ტელეკომპანია „დია“ არ არის პირველი და უკანასკნელი მედია-საშუალება შიდა ქართლის რეგიონში, რომლის დისკრედიტაციასაც ცდილობს ტელეკომპანია „თრიალეთი“-ს ხელმძღვანალობა; სულ ახლახანს, დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ის შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრსაც სდებდა ბრალს სიცრუეში, თუმცა ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის მიერ თავადვე იქნა გამტყუნებული.

ტელეკომპანია „დია“ აცხადებს, რომ ტელეკომპანია „თრიალეთის“ ხელმძღვანელობა განგებ ცდილობს შიდა ქართლის რეგიონში ახალი, რეორგანიზებული მაუწყებლის დისკრედიტაციას, რაც შეუფერებელია ნებისმიერი მედია-საშუალებისთვის თავისუფალი კონკურენციის პირობებში.

ტელეკომპანია „თრიალეთი“ ავრცელებს დეზინფორმაციას, როდესაც ახდენს კანონის ინტერპრეტაციას და აცხადებს, რომ „კანონი ავალდებულებს "კოსმოსს" უხარვეზოდ მიაწოდოს აბონენტებს ადგილობრივი ტელევიზიის მაუწყებლობა.“

გაცნობებთ, რომ ჩვენთვის 3 წლის მართვის უფლებით გადმოცემულ საკაბელო ტელევიზია „კოსმოსის“ ქსელში ზემოხსენებული არხის რეტრანსლირება ჩვენი მხრიდან კეთილი ნების გამოხატვა და კოლეგიალობის ნიშანი იყო. ტელეკომპანია „თრიალეთის“ რეტრანსლირებას არ გააჩნია იურიდიული საფუძველი და ძალა. ამას ადასტურებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიაც, რომელიც ცალსახად აღნიშნავს, რომ კერძო ტელევიზიასა და კერძო საკაბელო ქსელს შორის ურთიერთობა მათ შორის დადებული კონტრაქტით რეგულირდება და რომელიმე მხარის პასუხისმგებლობაც ამ დოკუმენტში არსებული შეთანხმების მიხედვით განისაზღვრება.

ტელეკომპანია „დია“ მოქმედებდა და მოქმედებს კანონის შესაბამისად, ხოლო ტელეკომპანია „თრიალეთის“ ხელმძღვანელობის განცხადება არის სრულიად უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო.

გაუგებარია ტელეკომპანია „თრიალეთის“ გაღიზიანება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვახდენთ ტელეკომპანია „რეალ ტივის“ რეტრანსლირებას. ტელეკომპანია „დია“ მისთვის სამწლიანი მართვის უფლებით გადმოცემულ საკაბელო ტელევიზია „კოსმოსის“ ქსელში ახდენს თითქმის ყველა ქართული არხის რეტრანსლირებას, მათ

შორის: „საზოგადოებრივი მაუწყებლის“, „რუსთავი 2“-ის, „იმედის“, „რეალ ტივი“-ს, და სხვა დანარჩენის, რომლისგანაც გვაქვს მონიჭებული კანონიერი უფლება რეტრანსლირებაზე.

ასევე, გაუგებარია „თრიალეთის“ ხელმძღვანელობის მხრიდან იმის ხაზგასმა, რომ "სიხშირეზე, რომელიც „თრიალეთს“ ეკავა, ამ დროისთვის „ტვ 1000“ მაუწყებლობს". მიგვაჩნია, რომ არხების გადანაცვლება არ უნდა იძლეოდეს „დია“-ს საქმიანობის პოლიტიზირებას საფუძველს, რომელიც ამ დრომდე თავს იკავებდა საპასუხო განცხადების გავრცელებისგან.

ვაცხადებთ, რომ „ტვ 1000“-ის და სხვა არხების, რეტრანსლირებას ტელეკომპანია „დია“ ახდენს ორმხრივი შეთანხმებისა და არსებული ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში და მოქმედებს 2012 წლის ბოლომდე.

ასევე, ვაცხადებთ, რომ ტელეკომპანია „დია“ აღარ გაუწევს იგნორირებას ტელეკომპანიის, მისი ხელმძღვანელობისა და თანამშრომლების საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტებს და განმეორებითი ფაქტის შემთხვევაში შეიტანს საჩივარს სასამართლოში, ტელეკომპანია „თრიალეთის“ ხელმძღვანელობის წინააღმდეგ.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტელეკომპანია „დია“ განცხადებას ავრცელებს1
ქართველმა დეპუტატებმა, ესპანელ კონგრესმენთან, პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს2
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“3
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა4
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X