პრეზიდენტის
ადმინისტრაციის ინფორმაციით, 20 მარტიდან დღემდე, პროფესიულ კოლეჯში სწავლის 2000-მდე მსურველი დარეგისტრირდა.
როგორც დღეს
გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის
პრესსპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ
განაცხადა, აქცენტები სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროზე
კეთდება.
„პროფესიული გადამზადების 1000-ლარიანი ვაუჩერების დარიგება გრძელდება. 27 მარტის მონაცემებით, 20
მარტიდან კოლეჯში სწავლის 2000-მდე მსურველი დარეგისტრირდა. აქცენტები სამშენებლო, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების სფეროზე კეთდება, რაც მისასალმებელია, რადგან
ბაზარზე სწორედ ამ პრფესიებზეა მოთხოვნა“,- განაცხადა მანჯგალაძემ.
პრეზიდენტის
პრესსპიკერის განცხადებით, ხელისუფლება მოქალაქეების ხელშეწყობას დასაქმების და
განათლების კუთხით მომავალშიც გააგრძელებს.
internet.ge