საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი დღეს, სურამში, მე-14 პროფ.ტექნიკუმის შენობაში მცხოვრებ, 2008 წლის რუსეთის აგრესიის შედეგად დევნილ ოჯახებს ესტუმრა და მათ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადასცა.
თიღვის
თემის 27 ოჯახი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კარვებს, სკოლებსა და ბაღებს აფარებდა თავს. სახელმწიფომ უპრეცედენტოდ მოკლე დროში, 3 თვეში შეძლო სურამის ყოფ.მე-14 პროფ.ტექნიკუმის რეაბილიტაცია და ზამთრის დადგომამდე უსახლკაროდ დარჩენილი დევნილებისათვის
თავშესაფრის
მოძიება.
დღეს
კი, მათ საჯარო რეესტრის საკუთრების დამადასტურებელი
მოწმობები
გადაეცათ და დაბრუნებამდე ღირსეულ პირობებში შეძლებენ ცხოვრების გაგრძელებას. ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნების შემთხვევაშიც აღნიშნული ბინები მათი საკუთრება იქნება.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ თითოეული დევნილი ოჯახი არ დაკმაყოფილდება.
Internet.ge