თბილისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში, 21 დან - 27 მაისამდე „ევრომელანომა 2012“ - კანის კიბოს საწინააღმდეგო კამპანია გაიმართება.
კანის
საეჭვო წარმონაქმნების გამოვლენის მიზნით, დერმატოლოგები მოსახლეობის უფასო გასინჯვებს ჩაატარებენ. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით უფასო საინფორმაციო ბუკლეტები დარიგდება.
კანის კიბოს პრევენციის პანევროპული კამპანიის მიზანია, საზოგადოებას პროფილაქტიკისა და ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია.
დღეს
თბილისის მერიაში, ევრომელანომის კამპანიის დაწყებასთნ დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ურუშაძე, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა და ექიმი დერმატოლოგები დაესწრნენ.
Internet.ge