არასრულწლოვანთა დაწესებულებაში ინტელექტუალური თამაშის რა? სად? როდის? გაზაფხულის სეზონის ფინალური ეტაპი გაიმართა.
პირველი ჩემპიონატი არასრულწლოვან მსჯავრდებულთა შორის 2011 წლის დეკემბერში ჩატარდა.
სამინისტროს ინფორმაციით, არასრულწლოვანთა №11 დაწესებულებაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროექტები მუდმივად ხორციელდება, რაც ხელს უწყობს მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას და
საზოგადოებაში მათ სრულყოფილ წევრებად დაბრუნებას.
არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაცია და მათი განათლების ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
Internet.ge