“ელიტ-ელექტრონიქსის"
დამფუძნებლის,
ანზორ ქოქოლაძის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს
გაიმართება. ამის
შსახებ „ინტერნეტ.ჯი“-ს საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, პროცესი 11:00 საათზე განახლდება.
“ელიტ-ელექტრინიქსის” ყოფილი დამფუძვნებელი სამართალდამცავებმა 2010 წლის 3 აგვისტოს დააპატიმრეს.
განაჩენი
გამოტანილი
იქნა 2011
წლის 21 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. ახალი ბრალი მას და მისი ოჯახის წევრებს წარედგინა 2011 წლის 13 დეკემბერს, შესაბამისად, ახალი, დამატებითი ბრალდებით ქოქოლაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება.
Internet.ge