GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ახალი მემარჯვეენეები“ ქუთაისში წყლის ტარიფის შემცირებას ითხოვენ
12:34 12.05.2012
დღის სიახლეები

ქუთაისელი "ახალი მემარჯვენეები"  აცხადებენ, რომ  წყალმომარაგების ქსელის გაუმართაობის გამო,  არსებული სასმელი წყლის  დანაკაგს,  წყალმომარაგების კომპანია მოსახლეობისთვის და ორგანიზაციებისთვის დაწესებული მაღალი ტარიფით ინაზღაურებს.

ამასთან დაკავშირებით "ახალი მემარჯვენეების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ქუთაისის საკრებულოს წევრმა მამუკა მღვდელაძემ პრესკონფერენცია ჩაატარა და ქუთაისში სასმელი წყლის ტარიფის შემცირება მოითხოვა.

მისი თქმით, ქუთაისში  წყლის ტარიფი არაადექვატურად მაღალია - 0.5 ლარი მოსახლეობისთვის და 4.3 ლარი - ორგანიზაციებისთვის 1 კუბურ მეტრზე.

„წყალმომარაგების კომპანიის დაუდევრობის გამო, ქალაქში მოუწესრიგებელია წყალგაყვანილობის სისტემა.

საგანგაშო რეალობას წარმოადგენს ის, რომ ქალაქის ყველა უბანში, სასმელი წყლის ქცევის 100-ზე მეტი ფაქტია. ეს ქცევები ქალაქის რიგ ადგილებში არნახულ დანაკარგს შეადგენენ (მაგ. ვაჟა ფშაველას ქ., სოლომონ II ქ., რუსთაველის VIII ჩიხი, წერეთლის გამზირი, ჩეჩელაშვილის ქ., სულხან-საბას დასახლების ლიცეუმის მიმდებარე ტერიტორია). მხოლოდ ვაჟა ფშაველას ქუჩაზე 1 საათში 250 კუბური მეტრი სამელი წყალი იღვრება. უხეში გაანგარიშებით, ქალაქის მასშტაბით, ერთ დღე-ღამეში, დაახლოებით, 25 ათასმდე კუბური მეტრი სასმელი წყალი იღვრება, რასაც თუ გადავიყვანთ კომერციულ ტარიფზე (4,3 ლარი) დღეში დანაკარგი 100 000 ლარს აჭარბებს“,- განაცხადა მღვდელაძემ.

"ახალი მემარჯვენეები"  მოითხოვენ ქუთასის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და წყალმომარაგების კომპანიამ დაუყოვნებლივ მოაწესრიგონ წყალგაყვანილობის სისტემა ქალაქში, შეამცირონ სასმელი წყლის დანაკარგები, რამაც სწორი გაანგარიშებით, წყალმომარაგების პრობლემების მოგვარებასთან ერთად, უნდა შეამციროს სასმელი წყლის ტარიფიც. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ასტრონომებმა სუპერდედამიწა აღმოაჩინეს1
კახეთში სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება2
გოგა ხაჩიძე: ხათუნა გოგალაძეს გარემოს დაცვის მინისტრობის კანდიდატად წარდგენას ვულოცავ3
ლევან ბეჟაშვილი თანამდებობიდან გადადგა4
გოგა ხაჩიძე: არ იქნება მანდატური, იქნება სკოლის მაყურებელი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X