აშშ თვლის, რომ ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაედა“ სირიის
მიმართულებით გააქტიურდა.
როგორც პორტალი „მიგ ნიუსი“ იუწყება, პენტაგონის
ხელმძღვანელმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ამერიკული დაზვერვის მონაცემებით,
„ალ-ქაედას“ წარმომადგენლები სირიის ტერიტორიაზე მოქმედებენ, თუმცა მათი მიზნები ჯერ გაუგებარია.
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა გავიგოთ, რა არის მათი
მოქმედების მიზანი სირიაში,“ - განაცხადა პანეტამ.
ამასთან, სირიის წარმომადგენელმა გაეროში ბაშარ ჯაფარიმ, ორგანიზაციის გენერალურ მდივანს პან გი
მუნს წერილობით მიმართა. წერილში
აღნიშნულია, რომ სირიის
ტერიტორიაზე უცხოელი ბოევიკების ჯგუფი იმყოფება, რომლებიც „ალ-ქაედასთან“ კავშირში არიან და სირიაში
ტერაქტების მოსაწყობად ჩავიდნენ. ამასთან,
სირიის სპეცსამსახურების მონაცემებით, 12 ასეთი ბოევიკი უკვე ლიკვიდირებულია.
Internet.ge