თბილისის მასშტაბით „თელასმა“ სტიქიის შდეგად დაზიანებული 30 ავარიის ლიკვიდირება მოახერხა.
ამის შესახებ „ინტერნეტ.ჯი“–ს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, დედაქალაქს ელექტროენერგიის მიწოდება დღის მეორე ნახევარში სრულად აღდგება.
„გუშინ მოვარდნილმა ღვარცოფმა 60 ფიდერი დაზიანდა, ამის გამო თბილისის რიგ უბნებს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. რაც მთავარია ელექტროენერგიის მიწოდება სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებს აღუდგა“,– აცხადენენ „თელასის“ პრეს სამსახურში.
Internet.ge