„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ პრეს-სამსახურის
ცნობით, წუხანდელმა გადაუღებელმა წვიმებმა და ნიაღვარმა მდინარე არაგვისა და მისი შენაერთების
ადიდება გამოიწვია. ამან პრობლემა შეუქმნა GWP-ის არაგვის ხეობაში განთავსებულ
სათავე ნაგებობების ფუნქციონირებას. აღნიშნულის გამო, თბილისის გარკვეულ უბნებს წყალმომარაგება
შეეზღუდა.
ამ ეტაპზე წყალი შეზღუდვით მიეწოდება
შემდეგ რაიონებს: ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდის, სოლოლაკის, ნაძალადევისა და ჩუღურეთი
რაიონების ზედა ზონებს, სვანეთის უბანსა და სანზონას.
როგორც GWP-ს პრეს-სამსახურის
წარმომადგენელმა თამუნა ნოსელიძემ Internet.ge-ს განუცხადა, შექმნილ მდგომარეობას არანაირი გავლენა
არ მოუხდენია თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყლის ხარისხზე. მისი თქმით,
დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის მიწოდებული წყლის ხარისხი სრულიად შეესაბამება სახელმწიფოს
სტანდარტებს.
თბილისის წყალმომარაგებაში შექმნილი
დეფიციტის აღმოსაფხვრელად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სამუშაოებს ახლაც უწყვეტ რეჟიმში
ახორციელებს.
Internet.ge