GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
Amnesty International-მა „მკვლელი-ქვეყნების“ სია გამოაქვეყნა
18:09 27.03.2012
დღის სიახლეები

საერთაშორისო უფლოებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International, მსოფლიოში სიკვდილით დასჯის სასჯელის აღსრულების სტატისტიკას აქვეყნებს. მისი ინფორმაციით, 2011 წელს მსოფლიოში სიკვდილით 676 ადამიანზე მეტი დასაჯეს. ამ ჩამონათვალში არ შედის ჩინეთი, რადგან პეკინი აღნიშნულ სტატისტიკას სახელმწიფო საიდუმლოების სტატუსს აძლევს. თუმცაღა ვარაუდობენ, რომ ჩინეთში, როგორც წესი, ყოველწლიურად, სიკვდილით ათასზე მეტ ადამიანს სჯიან.

გასულ წელს ყველაზე მეტი ადამიანი სიკვდილით ჩინეთში, ერაყში, ირანში, ჩრდილოეთ კორეაში, საუდის არაბეთში, სომალიში, აშშ-სა და იემენში დასაჯეს. ცნობილია, რომ კორეის სახალხო რესპუბლიკაში სიკვდილით დასჯილთა რაოდენობა ათასობით იყო.

შეერთებული შტატები ერთადერთი განვითარებული დემოკრატიული და „დიდი რვიანის“ ქვეყანაა, სადაც სასიკვდილო განაჩენები გამოაქვთ, თუმცაღა როგორც მოხსენებაშია აღნიშნული, აშშ-ში ამ განაჩენების აღსრულების სიხშირე კლებულობს.
ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც 2011 წელს ადამიანები სიკვდილით დასაჯეს, ბელორუსია.

ორგანიზაციის მიერ შედგენილ ანგარიშში,  განსაკუთრებული შეშფოთებაა გამოთქმული ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების გამო, სადაც სიკვდილით დასჯის სასჯელის გამოყენება თითქმის გაორმაგდა. ირანში, პაკისტანში, საუდის არაბეთში ადამიანებს კლავენ არა მარტო სასტიკი და ძალადობრივი დანაშაულების, არამედ ცოლ-ქმრული ღალატის, ჰომოსექსუალიზმის, რელიგიური განდგომილობის, ჯადოქრობის გამო. საუდის არაბეთსა და სომალიში კი სასჯელის აღსრულება საჯაროდ ხდება.
ერთადერთი ევროპული ქვეყანა, სადაც 2011 წელს ადამიანები სიკვდილით დასაჯეს, ბელორუსია.

Amnesty International ამ სტატისტიკის გამო შეშფოთებულია და მიუხედავად იმისა, რომ სასჯელის უმაღლესი ზომა 198 ქვეყნიდან მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება, მოუწოდებს მათ, ამ სასჯელზე მორატორიუმი გამოაცხადონ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სიღნაღის გამგეობის შენობაში 85 წლის მოხუცი გარდაიცვალა1
აფეთქებას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა2
12 წლის ბიჭმა კომპიუტერზე თამაშის აკრძალვის გამო თავი მოიკლა3
დეპუტატობის კანდიდატს საღებავი გადაასხეს4
დედა 21 წლის ქალიშვილს პოლიეთილენის პაკეტით ახრჩობდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X