14 მაისს, ქართველი მართმადიდებლები
წმნიდა მეფის, თამარის, ხსენების დღეს აღნიშნავენ. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით,
საქართველოს ყველა მართმადიდებლურ ეკლესიაში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.
ამ დღეს მთელ საქართველოში ზეიმობენ,
თუმცა განსაკუთრებით აღნიშნავენ მესხეთში. მეფე ქალმა არა ერთი ბრძოლა მოიგო და გააერთიანა
საქართველო. იგი მკაცრი ქრისტიანული ცხოვრების წესით გამოირჩეოდა და უამრავი ტაძარი
ააგო, რის გამოც ქართველებმა წმინდანად შერაცხეს. თამარ მეფის უდიდეს ნაღვაწად ვარძიის სამონასტრო კომპლექსი ითვლება.
წმინდანი 1213 წელს გარდაიცვალა
და დასაფლავებულ იქნა გელათის საკათედრო ტაძარში. არსებობს მოსაზრება, რომ შემდგომში
იგი იერუსალიმის ჯვრის მონასტერში გადაასვენეს. მისი საფლავის ზუსტი ადგილსამყოფელი
უცნობია.
თამარ მეფე დავით აღმაშენებლის
შვილიშვილის, გიორგი მესამის, ქალიშვილი იყო. 1184 წელს გიორგი III-ის გარდაცვალების
შემდეგ, 18 წლის თამარი გახდა ერთპიროვნული მმართველი და საქართველოს პირველი ქალი
მეფე.
Internet.ge