საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და
იურიდიული დახმარების საქმეთა სამინისტრომ, სპეციალური
განცხადება გაავრცელა:
დღეს, სახალხო
დამცველმა რეკომენდაციით მიმართა ხათუნა კალმახელიძეს, დაუყოვნებლივ უზრუნველჰყოს პატიმარ პ.კ.-ს გადაყვანა #18 ბრალდებულთა და
მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, ვინაიდან გლდანის #8 დაწესებულებაში
არსებული პირობები არ არის ადეკვატური მისი სათანადო მკურნალობისა და მოვლისათვის.
სამინისტრო
აცხადებს, რომ პაციენტი პ.კ. ჯერ კიდევ 01.05.2012წ. იქნა გადაყვანილი
#18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. პალატის ფარგლებში პაციენტი გადაადგილება ხელჯოხის მეშვეობით და დამოუკიდებლად სარგებლობს ტუალეტით.
როგორც განცხადებაშია
ნათქვამი, პაციენტი უზრუნველყოფილია როგორც ეტლით, ასევე სამკურნალო დაწესებულების სანიტრის მომსახურებით.
Internet.ge