უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, ქართული კულტურის დღეებზე დასასწრებად საფრანგეთში მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერნეტ.ჯი“-ს
საპარტიარქოს პრესცენტრში დაუდასტურეს.
მათი ინფორმაციით, უწმინდესი 18 მაისს, პარიზის საკონცერტო დარბაზ სალ პლეიელში საქველმოქმედო კონცერტს დაესწრება.
საღამოზე, მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტები უწმინდესის
მიერ
შექმნილ ნაწარმოებებს შასრულებენ.
საღამოს ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძეა.
Internet.ge