სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში დღეს, პარლამენტში, 2011 წლის 600 გვერდიან ანგარიშს შეიტანს.
წინასწარი ინფორმაციით, ომბუდსმენის მიერ მომზადებული დასკვნა თითქმის ყველა სფეროს მოიცავს. კერძოდ, ანგარიშში განსაკუთრებით დიდი ადგილი პენიტენციურ სისტემაში ჯანდაცვის საკითხებს, იძულებით გადაადგილებულ, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ პირთა უფლებებს და ბავშვებისა და ქალების მდგომარეობას ეთმობა.
ამას გარდა, დასკვნაში, ასევე საუბარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველ პირთა მდგომარეობაზე.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ტუღუშის დასკვნას პირველ ეტაპზე,
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს, შემდეგ კი, მასზე მსჯელობა პლენარულ სხდომაზე გაიმართება.
Internet.ge