საქართველოს სახალხო დამცველი 2012 წლის 7 მაისის ბრძანებას
უკან გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს და ხათუნა კალმახელიძის საპასუხოდ განცხადებას
ავრცელებს.
„სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება, ერთმნიშვნელოვნად
უნდა შეფასდეს, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი, რადგან უკანასკნელ ხანს სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში
არ განხორციელებულა
არანაირი მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული
ცვლილებები,
რაც განაპირობებდა ლიმიტის გაზრდის მართებულობას. საყურადღებოა, რომ ამჟამინდელი ლიმიტი, რომელიც ნაწილდება 17 დაწესებულებაზე,
704-ით აღემატება ლიმიტს, რომელიც განსაზღვრული იყო 19 დაწესებულებაზე,
2011 წელს
გაუქმებული
ავჭალის
N10 და ხონის N13 დაწესებულებების
ჩათვლით, რაც თავისთავად მეტყველებს აღნიშნული ცვლილების უარყოფით ხასიათზე“,-
ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, განხორციელებული
ცვლილებებით
გაიზარდა იმ დაწესებულებების
ლიმიტებიც,
რომლებიც აქამდეც ვერ უზრუნველყოფდა ყველა პატიმარს ინდივიდუალური საწოლით.
„საუბარია თბილისის N1 და ზუგდიდის N4 დაწესებულებებზე, რომლებიც სრულად არის ამორტიზებული და გასაუქმებელია და რომელთა ლიკვიდაციაზე სახალხო დამცველმა არაერთი რეკომენდაცია გასცა. იგივე შეეხება N12 დაწესებულებას, სადაც საყოფაცხოვრებო პირობები არასახარბიელოა. მეტიც, გაზრდილი ლიმიტების ფარგლებში სასჯელაღსრულების
დაწესებულებების
უმეტეს ნაწილში პატიმრები საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
საცხოვრებელი
ფართობითაც
ვეღარ ისარგებლებენ, რომელიც CPT-ის მიერ რეკომენდირებულ ევროპულ სტანდარტზე, 4 კვ.მ.-ზე გაცილებით ნაკლებია“,-
მიიჩნევს გიორგი ტუღუში.
მისი მტკიცებით, მინისტრის ბრძანებამ ფორმალურად შენიღბა გადატვირთულობა.
„სახალხო
დამცველმა
არაერთი რეკომენდაციით მიმართა შესაბამის უწყებებს, გადაჭრილიყო სასჯელაღსრულების
დაწესებულებების
გადატვირთულობის
პრობლემა,
რომელიც, თავის მხრივ, საგრძნობლად ამძიმებს როგორც პატიმრების ყოველდღიურ ყოფას, ასევე, უარყოფითად აისახება მათ ფიზიკურ
თუ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. გადატვირთულობასთან
ბრძოლისთვის,
სახალხო დამცველის აზრით, აუცილებელია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი
პოლიტიკის
გადახედვა,
ალტერნატიული
სასჯელის ზომების უფრო აქტიური გამოყენება, პირობით ვადამდე გათავისუფლების სისტემის ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა“,-
ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, სასჯელაღსრულების,
პრობაციის
და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 7 მაისის ბრძანების მიხედვით, სასჯელაღსრულების
დაწესებულებებში ლიმიტი 1724 ადგილით გაიზარდა.
ცვლილების
მიხედვით,
რვა სასჯელაღსრულების
დაწესებულებისთვის
განისაზღვრა
ახალი, გაზრდილი ლიმიტები, რის შედეგადაც სასჯელაღსრულების
დაწესებულებებს
ერთობლიობაში
მოემატა
1724 ადგილი. საერთო ლიმიტი 25354 ადგილს შეადგენს.
Internet.ge