GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა
13:13 15.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბი შეიქმნა, რომელიც გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარებას უზრუნველყოფს.

დღეს, შტაბის საგანგებო შეხვედრა გაიმართა, სადაც განხილულ იქნა გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხი, როგორც შინაარსობრივი, ასევე ლოჯისტიკური.

საორგანიზაციო შტაბის ხელმძღვანელია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი. დღეს შტაბის წევრებთან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან - ზურაბ ჭიაბერაშვილთან, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან - ალექსანდრე ხეთაგურთან, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და შტაბის სხვა წევრებთან ერთად, პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროცესში ჩართულმა შტაბის თითოეულმა წევრმა, დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, იმ შესრულებულ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც მისმა უწყებამ უკვე განახორციელა და რასაც მომავალში გეგმავს.

ანალოგიური სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანია საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართოს, გამოცდების პერიოდშიც გაიმართება. შეხვედრების დროს შეჯამდება და შეფასდება გამოცდების მიმდინარეობა და შედეგები.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილმა რძის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა1
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო2
ბიძინა ივანიშვილი ყაზბეგში იმყოფებოდა3
მამუკა კაციტაძე წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს4
ტაიფუნმა 37 ადამიანი იმსხვერპლა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X